“კუხიანიძეს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, „ამაზრზენი განცხადების” შემდეგ თბილისის საკრებულოში მაღალ თანამდებობაზე დარჩეს” – ასე გამოეხმაურა “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიერ სოციალურ ქსელში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გუშინ დაწერილ პოსტს.
კუხიანიძემ არა მარტო თანამდებობა, არამედ თბილისის საკრებულოც უნდა დატოვოს – აცხადებს ელისაშვილი.
„თბილისის საკრებულოს ძალიან მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელის, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, ერეკლე კუხიანიძის ამაზრზენი განცხადების გამო, ჩვენ, „სამოქალაქო მოძრაობა” და პირადად მე კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ამ ადამიანმა დატოვოს, როგორც თანამდებობა თბილისის საკრებულოში, ასევე ზოგადად დატოვოს თბილისის საკრებულო. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს ამგვარი პოზიციის შემდეგ თანამდებობაზე დარჩეს და მოგვაჩვენოს თავი, რომ თითქოს ხალხს, თბილისის მოსახლეობას ემსახურება. როდესაც შეურაცხყოფას აყენებ გმირი და ჩვენი საამაყო ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მათ პროვოკატორებს უწოდებ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებ იმ საქციელის გამო, რაც მან ჩაიდინა თავისი ღირსების და პროფესიის, საქართველოს გამო, ხარ ამაზრზენი ადამიანი, ხარ ნაძირალა და არანაირი უფლება არ გაქვს, რომ დარჩე თანამდებობაზე”,- განაცხადა ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბიკანოლისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში ე.წ. საზღვრის უნო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით პოსტი გამოაქვეყნა.
„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც! “- წერს კუხიანიძე სოციალურ ქსელში.