ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“14 დეკემბრის აქციაზე მოქალაქეები ზეწოლითა და იძულებით მიჰყავთ” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ 14 დეკემბრის ღონისძიებაზე, როგორც მის რწმუნებულებს კონფიდენციალობის დაცვის პირობით გაუზიარეს, მოქალაქეები ზეწოლითა და იძულებით მიჰყავთ.

ომბუდსმენის თქმით მსგავსი ცნობები მიიღეს აჭარიდან, ქვემო და შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან სამეგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან.

ლომჯარიას განცხადებით მსგავსი იძულება, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. თუმცა სახალხო დამცველი პროკურატურას, კონფიდენციალობის დაცვის პირობის გამო ვერ მიმართავს.

როგორც გაირკვა ზეწოლის სამიზნეები ადგილობრივი თვითმმართველობის ა(ა)იპ-ების, საჯარო და მუსიკალური სკოლების, ბაღების თანამშრომლები არიან.

ომბუდსმენი ხელმძღვანელ პირებს იძულების შეწყვეტისკენ, საგამოძიებო ორგანოებს კი პასუხისმგებელი პირების გამოვლენისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველი მიმართავს მოქალაქეებსაც, რომ იძულების და ზეწოლის შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს მიმართონ.

შეგახსნებთ, რომ დღეს თბილისში თავისუფლების მოედანზე გაიმართება ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი ღონისძიება. რომელიც საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომას მიეძღვნება. აქციაზე დასასწრებად დილიდან დაიწყეს გამომგზავრება რეგიონებიდან.

იტვირთბა....