“ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი. არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს, იცის, რომ ჩემთვის ღირებულია – ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება”
ოთარ ჩრდილელი, დეპუტატი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, ოთარ ჩრდილელი პარლამენტში დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის იგი სოციალურ ქსელში წერს.
დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები დაამტკიცა. მათ შორის, ერთ-ერთ მოსამართლედ დაინიშნა შალვა თადუმაძე, რის შემდეგაც გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა.
პარლამენტის გადაწყვეტილებას პროტესტი მოყვა სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან.
იურიდიული კომიტეტი დატოვა ეკა ბესელიამ.