საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოთარ ჩდილელი, საპარლამენტო მანდატს ტოვებს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დატოვოს დეპუტატის მანდატი.
“ერთი წელია, ვცდილობთ რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსესუსამდე. რა შედეგიც დადგა-ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას. და რა იქნება მომავალში?-არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას,, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა, გარედან შესაძლოა ჩანს რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით-დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია…
მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ ,,ქართული ოცნების,, პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი. თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი. არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემთვის ღირებულია-ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება. კიდევ ერთხელ-ყველას მადლობას მოგახსენებთ, უდიდესი ნდობისთვის. წარმატებებს და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. მრავალჟამიეეერ ღმერთი ჰფარავდეს, დედა-სამშობლოს”, – წერს ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ,დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები დაამტკიცა. მათ შორის, ერთ-ერთ მოსამართლედ დაინიშნა შალვა თადუმაძე, რის შემდეგაც გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა.
პარლამენტის გადაწყვეტილებას პროტესტი მოყვა სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან.
იურიდიული კომიტეტი დატოვა ეკა ბესელიამ.