ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჯერ კიდევ აქვს დრო „ქართულ ოცნებას“, რომ საშინელი განზრახვა უკან წაიღოს” – ბესელია

“პლენარულ სხდომამდე, სადაც საბოლოო კანჭისყრა უნდა გაიმართოს, ჯერ კიდევ აქვს დრო „ქართულ ოცნებას“, შეცვალოს გადაწყვეტილება” – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაზე.

„საბოლოო კენჭისყრა უნდა მოხდეს სესიაზე. ჯერ კიდევ აქვს დრო „ქართულ ოცნებას“, რომ საბოლოოდ არ დაკარგოს, ბოლო წერტილი, რაც დარჩა, კიდევ აქვს შანსი კენჭისყრამდე, რომ უკან წაიღოს ეს საშინელი განზრახვა, რაც ქვეყნისთვის საზიანოა. ბოლო კენჭისყრა იქნება სესიაზე. მე გამოვიყენებ კიდევ ერთ ბოლო მცდელობას, რომ კენჭისყრაზე, სესიაზე იქნებ რამე შეიცვალოს. იურიდიული კომიტეტი ჩაბარებულია კლანს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს დანაშაული ჩაიდინა, მან იძალადა. მისი მითითებით მოხდა ძალადობა ჟურნალისტებზე. ამიტომ, მე მისგან არაფერს ველოდები, კლანის სამსახურის ფასად ზის იქ, სადაც ზის. ამიტომ, ყველა იმ ადამიანმა, ვინც თითს იშვერდა წარსულისკენ, მორალური უფლება დაკარგა. ვინც ხმა მისცა ახლა ამ ადამიანებს, სესიაზე, როცა პარლამენტი საბოლოოდ უყრის კენჭს ამ ადამიანებს, მათი ბოლო შანსი იქნება, მთლიანად იქნებიან პასუხისმგებელი 9 წელზე, თუ არ გაემიჯნებიან ამ ძალადობას“ ,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

იტვირთბა....