ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოსამართლეები კეთილსინდისიერებით, გამოცდილებით და ცოდნით შევარჩიეთ” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით კომიტეტმა მოსამართლეები კეთილსინდისიერების, სამუშაო გამოცდილების, აკადემიური ცოდნის და სხვა კრიტერიუმებით შეარჩია.

“შევარჩიეთ ადამიანები კეთილსინდისიერების, სამუშაო გამოცდილების, პროფესიული გამოცდილების, აკადემიური ცოდნის და კიდევ სხვა კრიტერიუმებით” – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კკენჭისყრა გაიმართა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს კენჭი. მოგვიანებით კი, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდება.

იტვირთბა....