პარლამენტმა ყოველგვარი განხილვის, მსჯელის გარეშე, უბრალოდ დაამტკიცა მოსამართლეთა 14 კაციანი სია, რომლის წევრების უმრავლესობაც არის ჩვეულებრივი უვიცი ნაძირალა და მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრი! – ასე ეხმაურება ცოტნე გამსახურდია იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილებას.
“პარლამენტმა ყოველგვარი განხილვის, მსჯელის გარეშე, უბრალოდ დაამტკიცა მოსამართლეთა 14 კაციანი სია, რომლის წევრების უმრავლესობაც არის ჩვეულებრივი უვიცი ნაძირალა და მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრი! მაშ, რაღა აზრი ჰქონდა ამ საპარლამენტო განხილვებს, თუ დეპუტატებს არ მიეცათ საკუთარი აზრის გამოთქმის, კანდიდატების შეფასების და საკუთარი პოზიციის -მხარდაჭარა/უარყოფის – არგუმენტებით დასაბუთების საშუალება?!
ნაძირალა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ჩაგვიტარა ფარსი, და შეიყვანა ზონდერები და ჯალათები უზენაეს სასამართლოში უვადოდ, რათა მისი უკანონო ქმედებები მიჩქმალონ, გააპრავონ, ებრძოლონ მის პოლიტიკურ მოწონააღმდეგეებს, და ხელი შეუწყონ ქვეყნის უპრობლემოდ დაპატრონებაში!
თუ ამაზე გავჩუმდით, კიდევ უარესად იქნება ჩვენი საქმე, ხალხო! ” – წერს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.