პარლამენტის შენობასთან პოლიციას და მოძრაობა “ლელოს” წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
“უზენაესი სასამართლოს არც ერთი კანდიდატი არ უნდა გამწესდეს, რადგან არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების და კომპეტენციის კრიტერიუმებს.” – განაცხადა ჟურნალისტებთან “ლელოს” წევრმა ანა ნაცივლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე პარლამენტში შესვლას და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დასწრებას ცდილობდნენ, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცკაციან სიას უნდა უყარონ კენჭი, რასაც მათსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს, მათ შორის „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.