ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პარლამენტთან დაპირისპირებისას 12 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, პარლამენტთან დაპირისპირებისას 12 პირი დააკავეს.

როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სულ დაკავებულია 12 ადამიანი მაგრამ შესაძლოა მათი რაოდენობა გაიზარდოს.

გამოძიება მიმდინარეობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს, მათ შორის „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

 

 

 

იტვირთბა....