მთავარი ციტატა

“რა თქმა უნდა, ზურაბიშვილის გამოსვლებზე პასუხისგებლობას არ ვიღებ” – ცქიტიშვილი

“რა თქმა უნდა, არ ვიღებ პასუხისგებლობას სალომე ზურაბიშვილის გამოსვლებზე, კომენტარებზე და ასე შემდეგ. მე პირადად, როგორც ადამიანმა და პოლიტიკურმა ფიგურამ, მხარი დავუჭირე ქალბატონ სალომეს. მგონია, რომ ამ საკითხში შეცდომა არ დამიშვია. სასურველი იყო ამ კონტექსტში არ მომესმინა პრეზიდენტისგან ჯარის ხსენება, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკმარისი განმარტება გააკეთა”

მაია ცქიტიშვილი – ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც შეიარაღება.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯარზე მის მიერ გუშინ, 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

იტვირთბა....