მთავარი ციტატა

“რა ვეღარ ისწავლა ამ ქალმა იმ სახელმწიფოს ენა, რომლის პრეზიდენტიცაა”

“სამარცხვინოა ქვეყნის პრეზიდენტი, ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, რომ აზრს ვერ გადმოსცემს, და ეს თუ ჰგონია რომ ამსუბუქებს მის მდგომარეობას ძალინ ცდება. ჩვენი წევრი ჟოზეფ სმიტი, რომელიც ბრიტანეთში დაიბადა და 6 წელია საქართველოში ცხოვრობს, უფრო გამართულად საუბრობს ლიტერატურული ქართულით. რა ვეღარ ისწავლა ამ ქალმა იმ სახელმწიფოს ენა, რომლის პრეზიდენტობის პატივიც სრულიად დაუმსახურებლად ერგო. მცდელობები, რომ ვითომ ენა არ ესმის, იმ დონეზეც კი რომ აზრი გადმოსცეს სირცხვილია. სამაგიეროდ ჩვენ გვესმის ის, რისი თქმაც უნდოდა”

ანა ნავლიშვილი – საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი

ტვ პირველი

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც შეიარაღება.

იტვირთბა....