ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს” – მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჯართან დაკავშირებით პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.

მისი განცხადებით, შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უმეტეს ქვეყნის პრეზიდენტმა

„ეს ადამიანები მშვიდობისთვის იბრძვიან, მაგალითად ავღანეთში. როცა პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას აკეთებს, ამ დროს მეტი სიფრთხილეა გამოსაჩენი. შეიძლება, სხვა რამეს გულისხმობდა, მაგრამ ასეთ განცხადებებს მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან საქართველოს ჰყავს საამაყო ჯარი და ჯარისკაცები. ირაკლი ღარიბაშვილს ვეთანხმები, რომ ასეთი განცხადებები მიუღებელია. ყველა ასეთ განცხადებებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რადგან შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უმეტეს ქვეყნის პრეზიდენტმა,”– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც შეიარაღება.

იტვირთბა....