მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჯართან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
მისი განცხადებით, ზურაბიშვილის განცხადება არის შეურაცხყოფა ათეულობით ათასი მოქმედი ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილისა და შინდისის გმირების.
„გაყალბებული არჩევნების შედეგად, ივანიშვილის მიერ მოხვეულმა თოჯინამ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადება და თქვა, რომ საქართველოს არ აქვს არც ჯარი და არც იარაღი. ტყუილად ნუ ამართლებთ ჯერ კიდევ დარჩენილი მისი მხარდამჭერები, რომ ამ ქალმა ენა არ იცის, ან გიჟად არის – ეს არის შურისძიების პირდაპირი გამოხატულება ჩვენს ჯარზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან, რომლებმაც ჩამოაგდეს უამრავი, 13 თუ 14 საფრენი აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების, რაც ავღანეთის ომის შემდეგ არავის გაუკეთებია.
ეს არის შურისძიება იმ ჯარზე, რომელმაც დაჭრა პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი. მანამდე, არასოდეს მძიმედ არ დაჭრილა მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის გენერალი. ეს იყო შურისძიება იმ ხალხზე, რომელმაც ხელი აღმართა მტერზე, რომელიც შეჩვეულია ყველგან წინააღმდეგობის გარეშე შესვლას. ეს არის შურისძიება იმ ქართველ ოფიცრებზე, რომლებიც უკრაინაში იცავენ ჩვენს ქვეყანას და არამხოლოდ უკრაინას, არამედ ჩვენს ქვეყანას.
ეს არის შეგნებული პოლიტიკის გამოხატულება. რას ნიშნავს არ გვაქვს იარაღი? საქართველო იარაღს აწამორებდა „დელტაში“, ერთ-ერთ ყველაზე კარგ იარაღს თავის კატეგორიაში, საუკეთესო ჯავშანტრანსპორტიოს – „დიდგორს“, პირველად მსოფლიოში უხმო ყუმბართმტყორცნს.
ეს ის ზურაბიშვილია, რომლის პატრონმა აფრინა ჰააგაში ე.წ იუსტიციის მინისტრი წულუკიანი თხოვნით, რომ დააჩქარონ ქართული სამხედროების გადაცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმ ყალბი მასალების საფუძველზე, რომლებიც ივანიშვილის დავალდებით გადასცა და შეუგდო სუს-მა, წულუკიანმა და მისმა უწყებამ.
ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ვარაუდობენ, რომ ეს არის ერთადერთი, რაც მათ გადაარჩენს მომავალი წლის არჩევნებზე. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე და ეს ხალხი არის საქართველოს შენმებული მტერი, ყოველი დღე მათი ხელისუფლებაში ყოფნაში არის ძალიან დამაზიანებელი.
როცა შეიარაღებულ ძალებზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ დღეს დაჭრეს ქართველი მებრძოლები ავღანეთში. საქართველოს ჰყავს შეიარაღებული ძალები და ისინი, დღესაც დიდი რისკის ქვეშ არიან და ვერანაირი განცხადებები ივანიშვილის მარიონეტების, ამას ვერ შეცვლის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც შეიარაღება.