პარლამენტის ვიცესპიკერის, მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე შეთანხმება “პრინციპის დონეზე” შედგა.
“შეთანხმებაზე საბოლოოდ მაინც არ ვსაუბრობთ, გარკვეული ტექნიკური დეტალები დაგვრჩა შესაჯერებელი, თუმცა, პრინციპში, გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგება, რადგან პრინიციპული თანხმობა ჩვენს პოზიციებს შორის არის და პოზიციები დავაახლოეთ, მაგრამ ვიდრე საბოლოო დეტალებსაც არ შევაჯერებთ, ჩვენს გადაწყვეტილებას ვერ გავახმოვანებთ.
საუბარია იმაზე, რომ დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და ასე შემდეგ, ამ შეთანხმების შემდეგ, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არანაირ ქმედებას არ განახორციელებენ. ეს შეთანხმება იქნება ამის საფუძველი, შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ შეთანხმება შედგება, პრინციპის დონეზე შედგა, დეტალებია დასაზუსტებელი” – ამბობს მდინარაძე და აღნიშნავს, რომ პარტია შეთანხმების საგანს 2-3 დღეში გაასაჯაროებს.