ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

დეკანოზი მამალაძე გაწირეს, დაკავებულ ბერს უშუამდგომლეს – “დონა შორენას გარეშე სუნთქვასაც ვერ ბედავენ”

გადავწყვიტე სრულად თავისი მტკიცებულებებით დეტალურად გავაცნო საზოგადოებას თუ რანი და ვინ არიან, დაიწყო განკითხვის ჟამი – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“საპატრიარქოში დონა- შორენას ნებართვის გარეშე, სუთქვასაც ვერ ბედავენ ჩვენი ე/წ სულიერი მღვდელმთავრები, რამდენიმე მღვდელმთავრის გარდა, ბერი რომელიც დააკავეს მეტადონით პირად თავდებში უდგებოდნენ მღვდელმთავრები,, ხოლო დეკანოზი გიორგი მამალაძე გაწირეს, ეს მაგალითია შერჩევითი სიყვარული სულიერი შვილისა, ხოლო სინოდზე მიღებული ტუფტა შუამდგომლობა შეწყალებაზე გაამრავლონ და ბუნებრივი მოსაქმების შემდეგ გამოადგებათ.

ამიტომ გადავწყვიტე სრულად თავისი მტკიცებულებებით დეტალურად გავაცნო საზოგადოებას თუ რანი და ვინ არიან, დაიწყო განკითხვის ჟამი.

პ.ს ხელის შეშლა არც იფიქროთ თუ ჩემზე რამეს დაგეგმავთ, სხვები გააგრძელებენ, ასე რომ შოუ იწყება” – წერს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი ზუგდიდში დააკავეს. 

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

საპატრიარქოში დონა- შორენას ნებართვის გარეშე, სუთქვასაც ვერ ბედავენ ჩვენი ე/წ სულიერი მღვდელმთავრები, რამდენიმე…

Gepostet von Mishiko Ramishvili am Sonntag, 8. Dezember 2019

იტვირთბა....