ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურის –  „სენტას“ მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავდა 5 პირი, მათ შორის – 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

“შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა.

ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული.

მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს.

ამ დროისთვის, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

იტვირთბა....