ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში, ამ მძიმე ისტორიის დასრულებას ყველა ერთმანეთს მივულოცავთ“ – პრემიერი ვაჟა გაფრინდაშვილზე

„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან და ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან სრულ კოორდინაციაში ვმოქმედებთ. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, ამ მძიმე ისტორიის დასრულებას ყველა ერთმანეთს მივულოცავთ“

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ მინისტრი

შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იმყოფება. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. გაფრინდაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

 

იტვირთბა....