ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უმრავლესობა მყარად არის – არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება”

„ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის და რა ოცნებაც არ შეუსრულდება „ნაციონალურ“ მოძრაობას“ და მის სატელიტებს – უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები…უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ. უმრავლესობა მყარად არის, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გუნდში განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ შეეხება”

მამუკა მდინარაძე – ვიცე სპიკერი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

აღნიშნული განცხადება მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბრისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობამ სხდომა გამართა. 

პარტიის პრესსამსახურმა ცოტა ხნის წინ შეხვედრის კადრები გაავრცელა.

 

 

იტვირთბა....