ქუთაისში დღეს 14:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გაიმართება.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიმართავენ მმართველ პარტიას, არ დაუშვას პროვოკაცია და კონტრაქცია, რადგან მათი თქმით, დღეს ოპოზიციას აქვს მშვიდობიანი აქცია ერთადერთი მოთხოვნით, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.
„ვურჩევ ხელისუფლებას, გვაცადოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება. ამ აქციას დავასრულებთ ორ საათში. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დაგვიპირისპირებს საკუთარ ტიტუშკებს, მოგვიწევს აქცია დროში გავახანგრძლივოთ“ , – განუცხადა პირველ არხს აკაკი ბობოხიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისში საპროტესტო აქციას მართავენ.