ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აქცია – პერფორმანსი ზოლიანი ჯოხებით

სამოქალაქო მოძრაობის „შეცვალესა“ და „სირცხვილიას“ წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია – პერფორმანსს მართავენ. მათ ზოლიანი ჯოხები აქვთ მოტანილი, რაც მათი განმარტებით „გაისთან“ ასოცირდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, სამართალდამცავებმა პირველ რიგში დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები და არ დაემსგავსონ „ადრე ქვეყანაში მოქმედ „გაიშნიკებს“.

„მოვედით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც ჩვენი გულისტკივილი, საფუძვლიანი საყვედური, თხოვნა და მოთხოვნა გვინდა გავაჟღეროთ. ბოლო დღეების გამავლობაში, ალბათ, პირველად მთელი ამ დროის განმვლობაში, საპატრულო პოლიცია გადგა გვედზე და აღარ ემსახურება თავის პირველად ფუნქციას, რომ დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია და თბილისში, მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდში ზედმიწევნით, ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიციამ არც ერთხელ არ მოახდონა რეაგირება. არც ერთი ადამიანი დაკავებული არ არის. ძალიან მარტივად გაუკეთეს აგრესიულ ძალებს კორიდორი და მოუშვეს, რომ ვეცემეთ. ჩვენი თხოვნა იქნება, მოვიდნენ გონს და ადამიანები, რომლებიც სიმშვიდესთან და უსაფრთხოებასთან უნდა ასოცირდებოდნენ, არ გახდნენ ამ ძველისძველ „გაისთან“ ასოცირებული,“ – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა.

იტვირთბა....