მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“ჩემი მინისტრობის პერიოდში საჯარო სკოლებში არცერთი დაჭრის ფაქტი არ ყოფილა”

„ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი განათლების მინისტრი და ვარ ამაყი იმით, რომ საჯარო და სკოლებში არცერთი დაჭრის ფაქტი არ იყო. არცერთ ბავშვს არ მიუღია ფიზიკური ზიანი, სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგ, ძალადობამ სკოლებში მიიღო სისტემატიური ხასიათი დაჭრები, მკვლელობები და ფულის გამოძალვები-შეგროვება ეს არის ამჟამინდელი რეალობა, შეგედი მართლაც ძალიან მძიმეა, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის შედეგია. დაანგრიეს მანდატურების სამსახური, მოკლეს სკოლის უსაფრთხოების კონცეფცია”

დიმიტრი შაშკინი – განათლების ყოფილი მინისტრი

“ნიუპოსტი”

შეგახსენებთ, რომ თბილისი 116-ე საჯარო სკოლაში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მერვე კლასელი ბიჭი დაშავდა. 

ფაქტზე განცხადება გაავრცელა მანდატურის სამსახურმაც, რომლის თქმითაც  მე-8 კლასელი მოსწავლის  სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება

იტვირთბა....