“მე არ ვიცი რანაირად ხდება, შეწყალება საკმაოდ რთული თემაა. მე ერთი შემიძლია გითხრათ, არავითარი მოტივაცია ეკლესიაში არ გაგვაჩნია, რომ დეკანოზი მამალაძე იჯდეს ციხეში. სახელმწიფომ თვითონ გადაწყვიტოს. სინოდმა იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ მამა გიორგი არ უნდა იჯდეს ციხეში. მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი შეიწყალებს”
მეუფე ნიკოლოზი – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი
შეგახსენებთ, ის, რომ სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებდა მამალაძეს შეწყალების საკითხზე პრეზიდენტთან, წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყდა.
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძეს – აღნიშნულ საკითხზე გუშინ, 3 დეკემბერს “მეტრონომი” მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ესაუბრა.