ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სიღნაღში სიძე სიმამრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სავარაუდოდ სიძემ სიმამრს სასიკვდილო ჭრილობა “გეკოს” ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.

61 წლის ფირუზ ჯანგულაშვილს ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით მამაკაცი ცოლზე ხშირად ძალადობდა, რის გამოც ქალი პოლიციას იძახებდა. სწორედ ამის გამო, ქმარი მას დაემუქრა, რომ მამას მოუკლავდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში ძალადობაზეა ნასამართლევი. საქმე 108- ე მუხლით აღიძრა. მამაკაცი ამ დროისთვის მიმალვაშია.

იტვირთბა....