„ნიკანორ მელია არის კრიმინალი. მას აქვს ჩადენილი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული და ამ დანაშაულზე მიეცა ის პასუხისგებაში… ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტში იმაზე მეტი კრიმინალია, ვიდრე ნიკანორ მელიაა, თუმცა, ამ შემთხვევაში არის კონკრეტული დანაშაული დაფიქსირებული სასამართლოს მიერ. შესაბამისად, აქ არის ცალსახა საფუძველი იმისთვის, რომ ნიკანორ მელიას შეუწყდეს უფლებამოსილება”
ირაკლი კობახიძე – უმრავლესობის დეპუტატი
შეგახსენებთ,“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია “ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე სასამართლომ 25 000 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
ამავე საქმეზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.
მელიასა და ადეიშვილს ბრალი 2013 წელს “ბანკი ქართუს” საქმეზე წაუყენეს. მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავება.