მთავარი ციტატა

“ჩემს ადგილს ასეთ დაპირისპირებულ და პოლარიზებულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ”

“გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ დავტოვებდი პარლამენტსა და პოლიტიკას, მივიღე და არ შემიცვლია. მქონდა კონსულტაციები ჩემს კოლეგებთან  “ქართულ ოცნებაში”. ჩემს ადგილს ასეთ დაპირისპირებულ და პოლარიზებულ პოლიტიკაში ნამდვილად ვერ ვხედავ. თუ რამე პოზიტიური დასჭირდებათ რეფორმები, ჩემს თანაგუნდელებს სიამოვნებით დავუდგები გვერდში. მე ერთგული ვრჩები ფასეულობების, რითაც ჩვენ 2016 წელს მოვედით”

აკაკი ზოიძე 

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება ჩააგდო, ზოიძემ “ქართულ ოცნებას” პლებისციტის ჩატარება შესთავაზა და თქვა, რომ თუ მმართველი პარტია მის შეთავაზებას არ მიიღებდა, დატოვებდა გუნდს. “ქართულმა ოცნებამ” გასულ კვირას განაცხადა, რომ “თემა დახურულია – 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება”. აკაკი ზოიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ რჩებოდა გუნდში, რადგან ხედავდა, პოლიტიკური პროცესების დასტაბილურების რესურსს, თუმცა დღეს ის აცხადებს, რომ ტოვებს პარლამენტსა და პოლიტიკას.

იტვირთბა....