მთავარი ციტატა

“ნურავის ექნება ილუზია, რომ პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში მუშაობას განაახლებს”

„სრული კონსესუსია იმაზე, რომ ამ შემადგენლობის დამტკიცება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. აქციას ვგეგმავთ ქუთაისში და ამ რეჟიმში გაგრძელდება პოლიტიკური აქტივობა. საპროტესტო ტალღა თბილისიდან სხვა ქალაქებში გაგრძელდება. ხელისუფლება დაინახავს, რომ ეს ტალღა არ არის ადვილად ჩასაქრობი, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. პირველი შედეგი უკვე არის, რომ ნიკა მელია ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ზეწოლის შიშით ციხეში ვერ გამოკეტა”

სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ამასთან, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლით და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ამ თემაზე კომენატრი გააკეთა თავად ნიკა მელიამაც. 

 

 

იტვირთბა....