“ნიკა მელიასთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, იქნება ანტიკონსტიტუციური და შეუქცევადად და აღუდგენლად დაარღვევს მელიას საპარლამენტო გარანტიას, დაცულს კონსტიტუციით”
ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია “ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე სასამართლომ 25 000 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
ამავე საქმეზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.
მელიასა და ადეიშვილს ბრალი 2013 წელს “ბანკი ქართუს” საქმეზე წაუყენეს. მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავება.