aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რაც მეტად დავაიგნორებთ “ნაციონალურ მოძრაობას”, მით მალე მიილევიან” – კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირ აგრესიას გამოხატავენ, აქეთ მხარეს რაღაც ინციდენტზე საუბარი, ბუნებრივია, უადგილოა

კობახიძის თქმით, დესტრუქციულ ქმედებებს ოპოზიციის მხრიდან აქვს ადგილი.

“ბოლო 6 თვის განმავლობაში ვუყურებთ, რომ ოპოზიციამ დაიწყო პირველ რიგში, პარლამენტში შეჭრით ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და ამის შემდეგ 3 თვე ქუჩას არ ტოვებდნენ. ბოლო დღეების განმავლობაში ხედავთ მათ დესტრუქციას, რომელიც სხვადასხვა აგრესიული ფორმითაა გამოხატული და ამ ფონზე ვსაუბრობთ რაღაც ერთ ინციდენტზე. ამაში გავერკვევით, მაგრამ ამ ფონზე, როდესაც ისინი ყველანაირ აგრესიას გამოხატავენ, აქეთ მხარეს რაღაც ინციდენტზე საუბარი, ბუნებრივია, უადგილოა”, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, კობახიძემ უპასუხა, რომ ამის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან “ნაციონალურ მოძრაობას” 200 კაცი ძლივს გამოჰყავს”.

 

იტვირთბა....