“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა პოლიტიკური სპექტრის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
როგორც გიგი უგულავა აღნიშნავს, ბევრი კითხვა ისმის შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით და ამის ორ მიზეზს ასახელებს:
“მეგობრებო, ბევრი კითხვა ისმის შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით – “საიდან გაჩნდა კაკო ასათიანი”. ფორამტი ქოცებმა შეთავაზეს ელჩებს. ალბათ ორი მიზეზით:
1. ელჩები აწვებოდნენ და რაღაცა უნდა ექნათ 2. “თემა დახურულია” განაცხადეს და აბა ოპოზიციას ხომ არ შეხვდებოდნენ ამიტომ მოიგონეს ეს პარლამენტის სპიკერების ფორმატი. (დათო ბაქრაძე არაა თბილისში და გიგა ბოკერიამ ჩაანაცვლა). მერე უცბად აღმოაჩინეს რომ ენმ მოტეხეს შეხვედრიდან. იფიქრეს, იფიქრეს და ენმს თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, დაამატეს (გეგონება ეს რაღაც მარადიული სტატუსია. ამასობაში კაკო ასათიანიც იპოვეს და დაპირდნენ დასაპირებელს. ცალკე ინაშვილი დაადგა იქედან თოფით – თქვენ ვის გაუბედეთ მოტეხვაო, ოღონდ, ჰოი საოცრებავ, ირმა ჩვენსკენაა🤭(თვალი არ ეცეს ცალკე მას და ცალკე ჩვენ ასე წვალებითა და ვირეშმაკობით შეკოწიწდა ეს ფორმატი. ჩვენ გუშინ ღამემდე და დღესაც დავაყენეთ სამოქალაქო აქტივისტთა წარმომადგენლის ჩართვის საკითხი, რაც სწორი მოსაზრებაა, მაგრამ ქოცებმა ფეხები გაფშიკეს. მოკლედ, ამაყი და ამპარტავანი ქოცები თავს იტყუებენ და იწყნარებენ, რომ ქუჩის აქციას კი არ ხვდებიან, არამედ ელჩების თხოვნით, პარლამენტის სპიკერებს და როგორც გამოჩნდა ვიცესპიკერებს (ვოლსკიც ამაყად იმზირება). იკითხავთ ეს ხომ მასხარაობაა. ნამდვილად! უკეთესი იქნებოდა ქოცებს შინაარსზე დაეხარჯათ ამდენი დრო და ენერგია, ვიდრე ამ სცენის დადგმაზე და გათამაშებაზე. მეტიც ეს ყველაფერი იმიტომ გაითამაშეს, რომ ჩვენ მაგიდა აგვეყირავებინა და შეგვტენოდა ჩაშლა. აი აქ კი აფეთქდნენ ქოცები თავისსავე ნაღმზე. ამ პარლამენტის სპიკერთა კოჰორტამ ერთი რამ მაინც იცის კარგად, როგორ არ შეიტენოს და პირიქით აქეთ გატენოს მოლაპარაკებების ჩაშლა. ამდენად, უშედეგოდ თუ დასრულდა ქოცები გადაგდების სპირალის შემდეგ წრეზე ავლენ – ელჩებსაც გადააგდებენ. ჩვენ კი კანონპოექტს მაინც გავაგზავნით ოდირსა და ვენეციის კომისიაში. ასე რომ ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით”- წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეხვედრა იმართება, სადაც მთავარი თემა საარჩევნო სისტემაა.