“რაც შეეხება რუსული კულტურული ცენტრის გახსნას. ბუნებრივია ეს პოლიტიკაა და რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ტესტის ხასიათს ატარებს. გავრილოვის საქმეზე საქართველოს ხელისუფლების პრაქტიკულად კაპიტულანტური რეაქციის შემდეგ, როგორც იტყვიან, მადა გაეხსნათ და ტესტირების შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. ისინი ხვდებიან, რომ ჩვენს ხელისუფლებას შიდა პოლიტიკურ თამაშებში რუსეთთან კონსტრუქციულობანას თამაში სჭირდება და ამას ძალიან ოსტატურად იყენებენ. არ გამოვრიცხავ, რომ გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხიც ამ ცენტრის გახსნას მიაბან. მოკლედ, კონსტრუქციულობიდან კაპიტულაციამდე ერთი ნაბიჯია… მაფიას რომ ეთამაშები, რაღაც მომენტში ერთგულების დასამტკიცებლად შეიძლება საკუთარი ძმა მოგაკვლევინოს..”
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი
სოციალური ქსელი
რუსი დიპლომატი გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.