ახალი ამბები მთავარი სამართალი

იუსტიციის საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩია

იუსტიციის საბჭომ ნიკოლოზ მარსაგიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ
5 წლით აირჩია, – ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ავრცელებს.

ჯანეზაშვილი ასევე აცხადებს, რომ სერგო მეთოფიშვილმა გასაუბრებაზე მისი აცილება მოითხოვა.

“ამ წუთებში დასრულდა გასაუბრება მეთოფიშვილთან, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს.

მან მოითხოვა ჩემი აცილება, რასაც საბჭოს ყველა წევრმა (გარდა ი. გელაშვილისა და ა. დოლიძისა) მხარი დაუჭირა და შესაბამისად ჩამომაშორეს ამ პროცესს.

მეორე კანდიდატია მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი.

ასე ნაწილდება როლები ე.წ. “კლანში” ნელ-ნელა”, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

იტვირთბა....