ზუგდიდი-თბილისის ავტომაგისტრალის ჭითაწყარის მონაკვეთზე „ჯიპის“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სახლის ეზოში შევარდა, რის შემდეგაც მალევე აფეთქდა.
ადგილზე დაიღუპა ავტომობილის მძღოლი, 1978 წელს დაბადებული 41 წლის მამაკაცი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ფოტო: პირველი არხი