სამართალდამცველებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო მოძრაობის “შეცვალე” ერთ-ერთი აქტივისტი დააკავეს.
აქტივისტი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.