ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხმაური გორის ბაზარში – ალეკო ელისაშვილი და ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ალეკო ელისაშვილის ვიზიტს გორის ბაზარში ხმაური მოჰყვა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისთვის პროვოკაციის მოსაწყობად დღეს მერიაში დასაქმებულები და პარტიული აქტივისტები გაიყვანა.

ელისაშვილი ხალხისთვის მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებს შორის განსხვავების ახსნას, მაჟორიტარი დეპუტატის სოსო მაკრახიძის საქმიანობის მაგალითზე ცდილობდა.

დაძაბულობა ფიზიკური დაპირისპირებაში არაერთხელ გადაიზარდა. მხარეები ერთმანეთს, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა დააშორეს.

იტვირთბა....