ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “გაბედეს” წევრებმა პარლამენტთან შეშა და დოლარები მიიტანეს

სამოქალაქო მოძრაობა “გაბედეს” წევრები პარლამენტთან მივიდნენ.

აქტივისტებმა ადგილზე ჩემოდანი მიიტანეს, სადაც შეშა დევს. ასევე მიიტანეს დაბეჭდილი  41 დოლარიანები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით.

მათი განმარტებით, ეს,  “ქართული ოცნების” მმართველობის სიმბოლოა.

“თურმე ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ შეშა კონტრაბანდაა და ჩვენ ძალიან დიდ საფრთხეს წარმოვადგენთ სამართალდამცველებისთვის. ეს შეშა არის სიმბოლო ბიძინა ივანიშვილის შეშინებული სახის და მეორე, რაც ყველაზე მეტად უყვარს ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ფული, ეს არის 41 დოლარიანები, რაც რეალურად ინარჩუნებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს,”  – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.

იტვირთბა....