კომიტეტის სხდომის დაწყებისას, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” უფლება არ ააქვს რაიმე ფორმით შეყოვნდეს თავის საქმიანობაში, რომ მათი პირდაპირი ვალდებულებაა საზოგადოების შესაბამისი პროექტები მიიღონ.
“ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, რომ პარლამენტმა იმუშაოს და მიიღოს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც მათ ინტერესებზეა მორგებული. ამიტომ ჩვენ უფლება არ გვაქვს, მიუხედავად ოპოზიციის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა და ქცევისა, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს როგორ ცდილობენ ისინი შეაფერხონ პარლამენტის მუშაობა. ფაქტია, რომ მათ პასუხისმგებლობა აქვთ აღებული მათი ბელადის წინაშე, ზოგიერთებს, მიხეილ სააკაშვილის წინაშე, ჩვენ კი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენი საზოგადოების წინაშე, იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, რომელთა გამოც ჩვენ აგვირჩია ამომრჩეველმა და საზოგადოებამ. ამიტომ ჩვენ უფლება არ გვაქვს რაიმე ფორმით შევყოვნდეთ ჩვენს საქმიანობაში და ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისი პროექტები მივიღოთ. ” – განაცხადა ოხანაშვილმა.