ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს დემონსტრანტებს” – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, წინა წლების დემონსტრაციებისგან განსხვავებით, ეს აქცია გამოირჩევა იმით, რომ ახლა ქვეყნის მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა მხარს უჭერს დემონსტრანტებს.

“განსხვავებით წინა წლების დემონსტრაციებისა, რომელიც იმართებოდა მათ შორის პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, ეს საპროტესტო აქციები არის მხარდაჭერილი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობით. ყველას ჩვენ ვერ მოვთხოვთ ყველას ფიზიკურად იყვნენ იქ, სადაც ახლა ჩვენ ვართ. მაგრამ, იგრძნობა, რომ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს დემონსტრანტებს, იმიტომ რომ სიმართლე არის ხალხის მხარეს. ეს არის”- განაცხადა მელიამ.

იტვირთბა....