პარლამენტის ეზოში, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი, უმრავლესობის წევრებს სასტვენებითა და შეძახილებით ხვდებიან.
მათ შორის, პარლამენტის ეზოში იმყოფებიან ელენე ხოშტარია და ნიკა მელია, რომლებიც მმართველი გუნდის ყველა წევრისგან, ვინც პარლამენტში მიდის, ინტერესდებიან, მისცეს თუ არა ხმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს.
უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, რომლის გაჩერებასაც ნიკა მელია შეეცადა, ბექა ოდიშარიაა. აღნიშნულს პარლამენტის ეზოში მათ შორის შეკამათება მოჰყვა.
„ბექა, მე არ გამექცე ბიჭო. ესაა ბექა ოდიშარია, ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ და ამ ადამიანმა ღილაკს ხელი მიაჭირა. გრცხვებოდეს… მოდი ვისაუბროთ… უნამუსო ხარ… უნამუსო ქლესა… ბიჭო მიჭერდი ბოლო ბოლო და ცოტა ხანი რომ შეგაკაო არ შეიძლება?“, – მიმართა ნიკა მელიამ ბექა ოდიშარიას, რაზეც თავის მხრივ ოდიშარიამ უპასუხა: „გეყოფა, მე არ გიჭერდი. უნამუსო შენ ხარ“
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.