პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიერ გაკეთებულ რკინის ჯებირებზე საღებავით წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ. სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, თუმცა რამდენიმე მათგანმა მაინც შეძლო საღებავით რკინის ჯებირზე წარწერის გაკეთება. აქციის მონაწილეებმა შეძლეს ასევე ჯებირებზე სტიკერების „შეცვალეს“ გაკვრა
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.
.