“მე მინდა, მივულოცო ბატონ ბიძინას და “ქართულ ოცნებას” აი, ეს საოცრება. აი, ამ გზას თუ დაადგა ივანიშვილი ღიად, ძალიან ცუდად… ეს რა არის? ბერლინის კედელი საქართველოს დედაქალაქში? და ჰგონია, რომ ამით შეძლებს პოლიტიკური მიზნების მიღწევას? ჩვენი მიზანი იყო, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი სამარცხვინო სახიდან ნიღბის ჩამოხსნა და ასე კარგად თუ მოახერხებდა ამას თვითონ, არ მეგონა. პარლამენტის ბლოკირება თვითონ მოახდინა ბიძინა ივანიშვილმა. ესენი არიან ხრუშოვის დონის ადამიანები, რომლებმაც ერთ ღამეში ააშენეს ბერლინში კედელი და ახლა თბილისში აგვიშენეს. იფიქრეს, იფიქრეს და ასეთი იდიოტობა მოიფიქრეს, ამას პუტინიც კი არ აკეთებს რუსეთში”
გიორგი ბარამიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.