“ჩვენი გეგმა იყო, კვლავ მივსულიყავით პარლამენტთან და პარლამენტის შენობის პიკეტირება გაგვეგრძელებინა. თუმცა, როგორც ხედავთ, ხელისუფლებამ მთაწმინდა პრაქტიკულად პარალიზებული გახადა, გადაკეტა ყველა მისასვლელი პარლამენტთან და არა მხოლოდ პარლამენტთან მისასვლელი გზა. ხალხი ალბათ, ვერც სამსახურში წავა, რადგან ყველა ქუჩა გადაკეტილია და ტრანსპორტი პრაქტიკულად ვერსად მოძრაობს”
ზაალ უდუმაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.