ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს პირადი გარჩევა კი არა, ჰესის მშენებლობის გამო დაწყებული კონფლიქტი იყო” – პანკისელი სამოქალაქო აქტივისტი

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოსთან დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.

ტელეკომპანია პირველის ეთერში პანკისელმა სამოქალაქო აქტივისტმა ლუიზა მუთოშვილმა განაცხადა, რომ სისხლიანი გარჩევა არა პირადიმი მიზეზიდ, არამედ ჰესისი მშენებლობის გამო მოხდა.

ის მიმართავს ყველა კომპეტენენტურ პირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩავიდნენ პანკისში და დაეხმარონ მათ.

“ამ ფაქტზე, გარკვეულმა ჯგუფებამა მიზანმიმართულად შეიძლება დაიწყონ საუბარი, რომ პირად გარჩევამდე დაიყვანონი ეს დავა. ეს დავა დაიწყო რამდენიმე თვის წინ და უკავშირდება პანკისის ხეობაში ჰესისი მშენებლობას. ერთი წლის განმავლობაში ვიცით რომ მოწინააღმდეგე მხარესთან მუშაობდნენ ეს ადამიანები და ლობირებდნენ ჰესის მშნებლობას. არ მოვერიდები დასახელებას და ესენი იყვნენ ქავთარაშვილეები და ქარაულიძეები. დღეს ყველაზე მძიმე რაც კი შეიძლება მომხდარიყო ისაა, რომ გარდაიცვალა ბიძაჩემი. ამ დავას შეეწირა ადამინი. ეს დავა დაწყებული იყო ჰესის გამო. და მას არ უნდოდა ხეობაში ჰესი აშენებულიყო. კონკრეტულად ბიძიაჩემს არავისთან ქონია კონფლიქტი. ეს იყო აზრთა სხვადასხვაობის გამო დაწყებული შელაპარაკება, ამ შემთხვევაში ჰესის მშენებლობა. არანაირი რეაგირება არ არის. ამ ადამინებს ლობირებენ და ხელს აფარენენ მთავრობაშს და სწორედ მათ ვაკისრებ პასიხისმგებლობას. მთავრობა დიალოგზე არ წამოვიდა და მიუშვეს პროცესი და თითქოს გვითხერს წადით დაჭამეთ ერთმანეთიო” – განაცხადა ლუიზა მუთოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პანკისში, დაპირისპირებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორი კი მძიმედაა დაჭრილი. 

იტვირთბა....