ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოსთან დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.
ახმეტის საავადმყოფოს დირექტორის, გია უძილაურის განცხადებით, დაშავებულთაგან ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება, მეორეს კი, სახის არეში ნაკლებად მძიმე დაზიანება აღენიშნება. დაშავებულები ახალგაზრდები არიან.
მისივე თქმით, მესამე პირი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყება მომხდარის დეტალებს არკვევს.