ახალი ამბები მთავარი

(ვიდეო) “ბატონი დავითი იაზრებს, რომ ჩიხშია შესული” – კობახიძე უსუფაშვილს “გერმანული მოდელის” შეთავაზების შემდეგ

“შენების მოძრაობის” ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესა და უმრავლესობის წევრს, ირაკლი კობახიძეს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში დებატებისას შესთავაზა “გერმანული მოდელის” საარჩევნო სისტემის კანონპროექტი, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად, განსახილველად ვენეციის კომისიას გაუგზავნონ.

“მზად ხარ იმისთვის, რომ მე და შენ ახლა ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ვთქვათ, რომ ამ მოდელს ერთად ვაგზავნით ვენეციის კომისიაში და ვამბობთ, მოდი, განგვსაჯეთ, მიუკერძოებელო ექსპერტებო?! იტყვის ვენეციის კომისია, რომ არაკონსტიტუციურია? – მორჩა, “უსუფაშვილის მოდელს” უსუფაშვილი შეინახავს თავის არქივში. იტყვის, რომ კონსტიტუციურია? – პარლამენტმა მიიღოს 76 ხმით”, – მიმართა უსუფაშვილმა კობახიძეს.

რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ “გერმანულ მოდელზე” ჯერ ქვეყნის შიგნით უნდა შედგეს იურიდიული დისკუსია, შემდეგ კი პოლიტიკური.

“მოდი, დავსხდეთ და ჯერ იურიდიული კუთხით განვიხილოთ ეს საკითხი ნებისმიერ ფორმატში, ჩავრთოთ ნებისმიერი ექსპერტი, NGO, უცხოელი და შინაური და ჯერ ჩვენ გავარჩიოთ შიგნით. თუ დავადგენთ, რომ არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, ამ შემთხვევაში, მოდით, ბანანის რესპუბლიკად ნუ წარმოვჩინდებით და ასეთ კაზუსს ნუ გავუგზავნით ვენეციის კომისიას”, – თქვა კობახიძემ.

უსუფაშვილის შეფასებით, ქვეყანა “ბანანის რეპსუბლიკისკენ მიექანება.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის.

“მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბატონი დავითი იაზრებს, რომ ჩიხშია შესული და დემაგოგიაზე გადავიდა. თქვენ როდესაც ცდილობთ ხმის გადაფარვას, ეს იმას ნიშნავს, რომ ლოგიკაში არ ხართ ძლიერი”. – მიმართა მან უსუფაშვილს, რომელმაც აღნშნა, რომ ეს დასკვნა სხვამ უნდა გამოიტანოს.

“მოდი ეს სხვამ დაასკვნას ვინ სადაა ჩიხში შესული. მე ვარ დემაგოგიაში ირაკლი შესული თუ… უკაცრავად, შენ არ შედიხარ ხოლმე არასდროს დემაგოგიაში. ახლა რაღაცა საუნდსონიკებში გადავედით უკვე, ხმაც მეცნიერებაა. რა საჭიროა ამისთანა საუბარი”. – განაცხადა “შენების მოძრაობის” ლიდერმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში განხილვისას პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩვარდა, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება მოითხოვეს ე.წ. გერმანული მოდელით. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, საქართველოში საპროტესტო აქციები იმართება.

 

იტვირთბა....