“ხელისუფლება რუსულ ნარატივს მიჰყვება. ახალგაზრდები კი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დანაპირების შესრულებას ითხოვენ” – განაცხადა სასულიერო პირმა, რომელიც 18 ნოემბრის აქციის დარბევისას მომიტინგეებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის იდგა.
მამა ნექტარიოზ მჭედლიძე პარლამენტთან ისევ გამოჩნდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უკადრებელი იკადრა, რომ ის ახალგაზრდები დაარბია, რომლებიც რუსთაველზე წრეში ბურთს თამაშობდნენ.
“როცა შეუძლიათ – 1 გრადუსში ცივი წყალი შეგასხან, დაგარბიონ ეს ნორმალური ქვეყანა არ არის. რუსეთის გარდა ასეთი რამ არასად მინახავს, სდადაც ყოველ გამოსვლაზე არბევენ ხალხს. ასეთი რამ არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება. საქართველოს ხელისუფლება კი ახალგაზრდებზე უკვე მესამედ სწევს ხელს”- აღნიშნა სასულიერო პირმა პირმა.
მისივე განცხადებით, დეპუტატების ვალია “ჩამოვიდნენ გაყინულ ბავშვებთან და წავიდნენ მათთან დიალოგზე”.
“დეპუტატებს უნდათ სკამები, ახალგაზრდებს უნდათ ნათელი მომავალი… მარტო მე არ უნდა ვიყო სასულიერო პირი აქციაზე, სხვებიც უნდა დადგნენ” აღნიშნა მღვდელმა.
მისი თქმით, პროპორციული არჩევნები სისხლით მოიპოვა ახალგაზრდებმა, თუმცა ხელისუფლებამ ისინი მოატყუა.