ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობისგან” აქვს თავი დასაცავი – ლევან გოგიჩაიშვილი

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს მიმართა.

მისი განცხადებით, უმრავლესობამ ხაზი გადაუსხვა 1-ელი ოქტომბრის მონაპოვარს და “ქართულ ოცენებას” “ნაციონალური მოძრაობისგან” აქვს თავი დასაცავი.

„მე არ მსიამოვნებს, რომ ვიღაცებმა რაღაც კორიდორი უნდა გააკეთონ. მე ისედაც შემოვიდოდი, ვეცდებოდი, რომ შემოვსულიყავი. ვისაც გეშინიათ აკო მინაშვილის, ძალიან დიდი ბოდიში, ჩვენ ნუ გვაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, შემოვალ ამ პარლამენტში და გავივლი ამ ქალაქში რამენაირად ვიღაცებისგან განსხვავებით,“ – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის წევრებს.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სისტემა შენარჩუნებულიყო და დამნაშავეები გარეთ ყოფილიყვნენ.

„მე ვფიქრობ, ეს უნდა მოახერხო, რომ გოკა გაბაშვილის გამო გამოიყვანო სპეცრაზმი, რომ იმ ადამიანებისგან მოგიწიოს თავის დაცვა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ უბედური ყოფილიყო ქართული საზოგადოება და რატომ გაკეთდა ეს ყველაფერი ჩვენ ხომ კარგად ვიცით? – იმიტომ, რომ სისტემა გადმოიბარა, სამწუხაროდ, პოლიტიკურმა გუნდმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციამ – ყველა პროკურორი გადმოიბარეთ, ყველა მოსამართლე გადმოიბარეთ, ყველა პოლიციელი გადმოიბარეთ, რომლებსაც ან ნარკოტიკი ჩაუდიათ ადამიანებისთვის ან რამე გაუკეთებიათ. ყველა ის ადამიანი გადმოიბარეთ, ვინც სქემებს აკეთებდა.

ერთი რამე იცოდეთ, რომ მე აქ ყველას არ ვგულისხმობ. ვინც თავის თავზე იღებს, იმან მიიღოს, მაგრამ დღემდე არის ბევრი ნორმალური და წესიერი ადამიანი, რომელსაც ისევე სტკივა ეს ამბავი, როგორც შეიძლება ბევრ მათ მხარდამჭერს გარეთ სტკიოდეს. მაგრამ იცით რა არის?! „ქართულ ოცნებაში“ მინიმუმ 12 კაცია ახლა, ვისაც სამწუხაროდ, 1-ელ ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ აქვს ხმა მიცემული და რაზე ვლაპარაკობთ ბოლოს და ბოლოს? ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ სისტემა შენარჩუნებულიყო და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ დამნაშავეები ამ ქვეყანაში გარეთ ყოფილიყვნენ. დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გჭირდებათ იმისთვის, რომ ორპოლუსიანობა შენარჩუნდეს, რომ ყველაფერი დაიხუთოს ამ ქვეყანაში. გაჩერდა ეს ქვეყანა ამ ორპულუსიანობაში. არანაირი განვითარება, არანაირი პერსპექტივა. ისევ ის დღის წესრიგი, ზოდელავას აცოცხლებთ? ზომბები გააცოცხლეთ! ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობაში უნდა მიგეცათ, დღეს რატომ უნდა იდგნენ აქ?“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

იტვირთბა....