ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავის მიკროავტობუსის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ, “ინტერტრანსის” მიკროავტობუს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

“როდესაც მოხდა მოკლე ჩართვა მიკროავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ შესაბამისად არავინ დაშავებულა. მიკროავტობუსი არ დამწვარა, იყო უბრალოდ დაკვამლიანება” – აცხადებენ კომპანია “ინტერტრანსში”.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

იტვირთბა....