გორში 18 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვეევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.
მათივე ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.