ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საბანმოხურულ, ნახევრადმძინარე ადამიანებს ცივი წყლით არბევენ, ეს არ არის შეურაცხყოფა, თქვე ძალიან ქრისტიანებო, თქვენა?!”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“გეყოფათ ეს ფარისევლობა, რა!

ახალგაზრდებმა იუმორისტულად ბიძინეს ხატები როგორ დაწერესო! რელიგიური გრძნობების “შეურაწყოფააო”!

ის არ არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, თქვე ძალიან ყურადღებიანებო, ქურდ-ბაცაცებით და ყაჩაღებით რომ სავსეა ეკლესია?!

ის არ არის შეურაცხყოფა, წმინდა სინოდის სხდომა რომ მაფიოზურ “რაზბორკებსა” ჰგავს?!

არც ის შეურაცხგყოფთ, 46 სინოდის წევრი ეპისკოპოსიდან ერთს რომ აქვს სასულიერო განათლება მხოლოდ?!

იმაზე რას იტყვით, სამების ტაძარში მომხდარი ხანძრის დროს სამი მილიონი ლარის ძვირფასეულობა რომ მოიპარეს ღვდლებმა და ზარალი ისევ ჩვენი ჯიბიდან აუნაზღაურეს?! ქვეყანაში, სადაც 70 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს…

საბანმოხურულ, ნახევრადმძინარე ადამიანებს რომ დილის ხუთ საათზე ცივი წყლით არბევენ იმიტომ, რომ ვიღაც უმაქნისი, გადამგდები ფულის ტომრები კომფორტულად შებრძანდნენ პარლამენტში, ეს არ არის ქვეყნის, ხალხის შეურაცხყოფა, თქვე ძალიან ქრისტიანებო, თქვენა?!” – წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ცოტნე გამსახურდია.

იტვირთბა....