aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

“დღეს ავყიას გმირი ჰქვია…” – ლადო კახაძემ ბოქლომების აქციას ლექსი მიუძღვნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლადო კახაძემ თბილისსა და საქართველოს ქალაქებში მიმდინარე ბოქლომების აქციას, ლექსი მიუძღვნა. დეპუტატმა ლექსი Facebook-ზე გამოქვეყნა.

დაიძახეს «ბოქ- ლომებმა»:
«არსად დაგვრჩეს კარი ღია»!
-ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანას
ნეტა ვის რა წაუღია?
სხვის ნაოფლარს ვინაწილებთ,
უმადურნი, ჯიბე ღია,
მიკროფონით სარგებლობას
ლამობს ბრიყვი და თავღია.
ენა ტვინის სათქმელს ბლოკავს,
საიდულმოს ამხელს «ღია«,
შური ბოღმის ნარჩენს ლოკავს,
გული დამშრალ ტბორში გდია.
მტარვალივით ვძიძგნით მამულს,
ანბანიდან ხმოვნებს ჰყრიან,
ლანძღვას ვისმენთ ერთ-ხმად გაბმულს,
დღეს ავყიას «გმირი» ჰქვია.
დღეს წინაპარის საფლავს ვკორტნით,
სხვის საჭმელში წკვარამს ჰყრიან,
ვხარობთ გულში ტყვიის მორტყმით,
სხვის დათესილს სხვანი მკიან.
სისხლისღვრისკენ გვიბიძგებენ,
მტრები დენთის კასრებს ხსნიან,
გაფრთხილებად ჩამითვალეთ-
უ ც ო დ ვ ე ლ ნ ი დაგვიხსნიან!!!

მას შემდეგ, რაც პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღება ჩავარდა, ოპოზიციის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას ბოქლომებს ადებენ. ოპოზიციის აქცია დღეს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებით დაიწყება, საიდანაც ისინი მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ, აქციის დასრულების შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას დაიწყებენ.

ლადო კახაძე “ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი იყო, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევნების მეორე ტურში ივნისში აირჩიეს.

იტვირთბა....